"მეთოდები, რომლებსაც დღეს ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, ძალიან რუსული, დაშინების მეთოდია" - პრეზიდენტი
მეთოდები, რომლებსაც დღეს ქუჩებში ძალიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, ძალიან რუსული მეთოდია, დაშინების მეთოდია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა.
პრეზიდენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტიც კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
“ეს კრიტიკული [მომენტია], ვინაიდან, როგორც იცით, წინა დეკემბერს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო და წლის ბოლომდე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ გზაზე იყო. ასე რომ, ეს შუა წერტილია, ვინაიდან არსებობს ახალი ზეწოლა - ხელახლა წარდგენა არ რუსული კანონის, ვინაიდან ეს სხვა არაფერია, გარდა რუსული კანონისა, და სხვა კანონების [წარდგენა], რომლებიც ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ევროკომისიის რეკომენდაციებს და ზოგადად ევროპულ გზას გვაშორებს.მეთოდები, რომლებსაც დღეს ქუჩებში ძალიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, ძალიან რუსული მეთოდია, დაშინების მეთოდია, პროტესტის გაჩერების მეთოდია და იმის მეთოდია, რომ ხალხმა აღარ თქვას, რომ მათ ევროპული გზის დაბრუნება სურთ,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი