"30 წელი თუ ვერ შეიცნეს ქართველი ხალხის ხასიათი, ახლა კარგად დაფიქრდნენ, მეგობრობა ასე არ გვესმის, რომ ამერიკა უფროსი ძმა იყოს და ჩვენ - უმცროსი"
30 წელი თუ ვერ შეიცნეს ქართველი ხალხის ხასიათი, ახლა კარგად დაფიქრდნენ, მეგობრობა ასე არ გვესმის, რომ ამერიკა უფროსი ძმა იყოს და ჩვენ – უმცროსი, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ცხოვრების წესით ევროპული ტიპის ქვეყანაა და თავად არსად წასვლას არ აპირებს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 30 წელი თუ ვერ შეიცნეს ქართველი ხალხის ხასიათი, ახლა კარგად დაფიქრდნენ, ჩვენ მეგობრობა ასე არ გვესმის, რომ ამერიკა უფროსი ძმა იყოს და ჩვენ – უმცროსი. ოღონდ ძმა კი არა, მონა. ურთიერთობა ასე არ გამოვა, არც არასდროს ყოფილა. ძალიან კარგად ვიცით, რას ემყარებოდა ეს ურთიერთობები მათი მხრიდან, ახლა რაც გამოაჩინეს, არაა პარტნიორობა და მეგობრობა. არსად ყოფნა არ გვინდა, ვიქნებით საქართველოში. ვიქნებით და ვართ ევროპული ტიპის ქვეყანა ცხოვრების წესით, არსად წასვლას არ ვაპირებთ. სამწუხაროდ, ვართ იმ მეზობლებში, სადაც ვართ. ვხედავთ, ვინ ვერ გვეხმარება და ვინ გულშემატკივრობს საქართველოს.
შეერთებულ შტატებს ვუმეორებ, გვინდა პარტნიორული ურთიერთობა, მაგრამ არა ვასალური დამოკიდებულება. ამაზე არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საფრანგეთის პრეზიდენტიც ალაპარაკდა, რომ აღარ იქნება ამერიკის ვასალი, პოლონეთიც ალაპარაკდა, შარლ მიშელმა თქვა, რომ ევროპა მუდმივად დამოკიდებული არ უნდა იყოს ამერიკაზე. ეს ბუნებრივია“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 მარტისთვის
- ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი