"საქართველოს და ქართველი ხალხის სულისკვეთებას და ეროვნულ მისიას, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება, წინ უდგას „ქართული ოცნება"
საქართველოს და ქართველი ხალხის სულისკვეთებას და ეროვნულ მისიას, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება, წინ უდგას „ქართული ოცნება“ - საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საკითხი დგას უმწვავესად,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ჯგუფის - „ევროოპტიმისტები“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას.
მისივე თქმით, დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საქმიანობა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა.
„საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საკითხი დგას უმწვავესად და ეს მწვავე საკითხი, პირველ რიგში, უკავშირდება ევროკავშირში ინტეგრაციას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, ოლიგარქიულ კლეპტოკრატიულ მმართველობას, რაც არის საქართველოში და ზოგადად, ევროპის საბჭოს რეზოლუციაც არის ამ კონტექსტში განსახილველი - როდესაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები ხედავენ ამ მოცემულობას, როგორც ყველაზე უფრო შემაშფოთებელ მოცემულობას. ამიტომ, ვიმეორებ, საქართველოს და ქართველი ხალხის სულისკვეთებას და ეროვნული მისიას, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანებას, წინ უდგას „ქართული ოცნება“ და სწორედ ნებისმიერი რეზოლუცია, დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საქმიანობა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის.“-განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ასამბლეა შეშფოთებულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საკამათო მიღება არ არის იზოლირებული მოვლენა, არამედ მთელი რიგი მოვლენების კულმინაციას წარმოადგენს, რომლებიც აშკარად მიუთითებს ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე“. რეზოლუციაში გამოხატულია შიში, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უარყოფითად იმოქმედებს არჩევნების ჩატარებაზე და მისი შედეგის მიმართ დაინტერესებული მხარეების და საზოგადოების ნდობაზე.
სიახლეები
- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 მარტისთვის
- ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი