"ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება, გარწმუნებთ" - მამუკა ხაზარაძე
"ლელომ“ საბურთალოზე ახალი საარჩევნო შტაბი გახსნა. გახსნის ღონისძიებას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ.
როგორც „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარტიის წევრები მთელი საქართველოს მასშტაბით აპირებენ წინასაარჩევნო პროცესებში უფრო აქტიურად ჩართვას, რათა ინერტულად განწყობილი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობაზე დაითანხმონ.
„ლელო“ აგრძელებს საარჩევნო შტაბების გახსნას საქართველოს მასშტაბით. დღეს ჩვენ საარჩევნო შტაბი გავხსენით საბურთალოზე. თქვენ ხედავთ დაინტერესებას ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რომელსაც სურთ ცვლილებები ამ ქვეყანაში და ეს აუცილებლად მოხდება 26 ოქტომბერს. ჩვენ ხვალ მივემგზავრებით ხარაგაულში, მერე ჭიათურაში და მთელს საქართველოში ვაკეთებთ მობილიზაციას იმისათვის, რომ ერთიანი ძალებით იმ მოქალაქეებთან ერთად, ვისაც მთელი სულითა და გულით უნდათ ჩვენი წინსვლა, დაამარცხოს „ქართული ოცნება“, ეს აუცილებლად მოხდება - ამაში გარწმუნებთ. გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ახლა ჩვენი ამოცანაა, ყველა ის მოქალაქე, რომელიც მაინც ინერტულად იყო აქამდე განწყობილი, დავარწმუნოთ, რომ გამოვიდნენ, იაქტიურონ და არჩევნების ყუთთან მივცეთ ხმა ევროპას, ჩვენს მშვიდობას, გრძელვადიან სტაბილურობასა და ეკონომიკურ წინსვლას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
სიახლეები
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი
- "ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ ვარ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- შსს-მ ჭიათურაში პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
- აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების არქივი“ 2002 წელს ბუშისა და პუტინის კიდევ ერთ საუბარს აქვეყნებს, სადაც საქართველოზე, კერძოდ, პანკისის ხეობაზეც არის საუბარი
- "უმადურო პუტინი ანუ ვიწროვდება თუ არა წრე რუსეთის გარშემო?!" - გია ხუხაშვილი