"ეუთო-ს რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა"- პრემიერი
ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეუთო-ს რეზოლუციას ეხებოდა.
პრემირის თქმით, ფაქტი არის ძალიან დასანანი და სამწუხარო.
"ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, რაც ძალიან დასანანია, ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს არის არსებული მოცემულობა და ამის იქით არ მინდა სიღრმეში შევიდე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ეუთო-ს მიერ მიღებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედება ქვეყნის მყიფე დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის.
გარდა ამისა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს. დეკლარაციის მიხედვით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას გმობს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი