"100 დღე გავიგებთ საქართველოს ძალიან ხმამაღალ სიტყვას და ხმას - შედეგი კი 26 ოქტომბერს იქნება" - პრეზიდენტი
საზოგადოებამ თავისი საწყისი სიტყვა თქვა. იმიტომ, რომ 100 დღე, მე მგონი, გავიგებთ ძალიან ხმამაღალ სიტყვას და ხმას - საზოგადოების, ხალხის, საქართველოსი. და შედეგი 26 ოქტომბერს იქნება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი მოძრაობების წამოწყება ყველა მხრივ საჭიროა.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საზოგადოებამ თავისი საწყისი სიტყვა თქვა. იმიტომ, რომ 100 დღე მე მგონი, გავიგებთ ძალიან ხმამაღალ სიტყვას და ხმას - საზოგადოების, ხალხის, საქართველოსი. და შედეგი 26 ოქტომბერს იქნება. ასეთი წამოწყება და წამოწყებები ყველა მხრივ საჭიროა და ეს არის სიცოცხლე, რითაც მივდივართ მომავლისკენ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სიახლეები
- ქუთაისში, თეატრმა "ლიანდაგმა" პირველ პრემიერას უმასპინძლა
- ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას
- "მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში" - მიხეილ სააკაშვილი
- მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ
- 8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი