"უკვე 16 წელია, ნატო-ს ღია კარში ვდგავართ, დღესაც აქტუალურია შევარდნაძის სიტყვები, როდესაც ღია კარში დიდხანს ხარ, შეიძლება, ორპირ ქარში გაცივდე, ამაზე უნდა იფიქრონ ნატო-ს ქვეყნებმა"
ჩვენ უკვე 16 წელია, ღია კარში ვდგავართ, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა იფიქრონ ამაზე, რომ უსაფრთხოებას არ განაპირობებს დაპირებები, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენ არ გვინდა პირობები, გვინდა გადაწყვეტილებები.
„პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ თქვა: 2008 წელს ბუქარესტში გერმანიამ და საფრანგეთმა რომ დაბლოკეს საქართველოს ნატო-ში მიღება, გარკვეული შესაძლებლობა მისცეს რუსეთს, აგრესია განეხორციელებინაო. ალბათ ნატო-ს წევრები უნდა დაფიქრდნენ, რა გააკეთეს 2008 წელს. შეგიძლიათ, იხილოთ პოლონეთის პრეზიდენტის ეს განცხადება, ჰქონდა თუ არა ამას კავშირი შემდეგ, სულ რამდენიმე კვირაში რუსეთის აგრესიასთან. ჩვენ არ გვინდა პირობები, ჩვენ გვინდა გადაწყვეტილებები. ჩვენ უკვე 16 წელია, ამ ღია კარში ვდგავართ. როგორც თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, დღესაც აქტუალურია ეს სიტყვები: როდესაც დიდხანს ხარ ღია კარში, შეიძლება, ამ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს. ამიტომ, ამაზე უნდა იფიქრონ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა, რომ უსაფრთხოებას არ განაპირობებს დაპირებები, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს გადაწყვეტილებები.
ვნახეთ, რომ, სამწუხაროდ, უკრაინის მიმართაც დამატებითი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, იგივე გაიმეორეს, რაც 16 წლის წინ უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით ითქვა, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. უცნობია, როდის და როგორ გახდება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორ წელზე მეტია, უკრაინა იბრძვის ევროპის დასაცავად. ასე აფასებს თავად ნატო ამ ომსაც, იმიტომაც ეხმარება უკრაინას. მიუხედავად იმისა, რომ გმირ უკრაინელ ხალხს, უკვე ორ წელზე მეტია, ფრონტი აქვს იმისთვის, რომ რუსეთის ჯარები შეაკავოს, ვნახეთ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- დაუპირისპირდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში?!
- ქუთაისში საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი" საზეიმოდ დაიხურა
- “არჩევნების დღეს ხელისუფლება ვერ ილაპარაკებს გადატრიალებაზე - ეს დღე ერთადერთია, როდესაც ძალაუფლება ჰაერშია და ის უბრუნდება ხალხს”
- გსურს, რომ შენმა შვილმა გააუმჯობესოს ინგლისური და ამავდროულად დაუვიწყარი ზაფხული გაატაროს? - American Camp ბაკურიანში
- "რაც უფრო მკაცრი იქნება ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს ევროპის ეკონომიკისთვის"