"პარტნიორებთან აგდებული დამოკიდებულება უნდა დასრულდეს" - გიორგი ვაშაძე
პარტნიორებთან ეს აგდებული დამოკიდებულება უნდა დასრულდეს - პატარა ბავშვები არიან, რომ მოგყავს და ატყუებ, რომ [9 ნაბიჯი] შესრულებულია? ან არ რცხვენია იმ საგარეო საქმეთა მინისტრს? - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ევროკავშირის პოზიცია ძალიან მკაფიოა და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.
„საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ვადით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს უკუღმართი ადამიანები არაფრის გასწორებას არ აპირებენ, ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ დაპირისპირება, გაიმარჯვოს ერთიანობის იდეამ, წავიდეთ სწრაფად ერთიანობის იდეისკენ და ეს აგდებული დამოკიდებულება, არასწორი მიდგომა პარტნიორებთან უნდა დასრულდეს. პატარა ბავშვები არიან, რომ მოგყავს და ატყუებ, რომ შესრულებულია? რა არის შესრულებული? ან არ რცხვენია იმ საგარეო საქმეთა მინისტრს? მე არ მგონია, რომ ასეთი პრეცედენტი სადმე მსოფლიოში არსებობდეს. ამიტომ ჩვენ 26 ოქტომბერს ეს უკუღმართი ვითარება უნდა შევცვალოთ,“ - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. უწყების ცნობით, შეხვედრა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების თაობაზე გაიმართა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი