"ხშირად გვესმოდა სიტყვა „შეუძლებელი“, მაგრამ ჩვენ შევძელით და ახლა ეს რეალობაა, F-16-ები უკრაინაშია" - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავები წარადგინა და ხაზი გაუსვა საჰაერო ძალების განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას.
მისი თქმით, ხშირად ისმოდა უკრაინის მისამართით სიტყვა „შეუძლებელი“, თუმცა უკრაინამ ეს შეძლო და ახლა F-16-ები უკრაინაშია.
„ჩვენ ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განვითარების ახალ ეტაპზე ვართ. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ უკრაინის საჰაერო ძალების ახალ საავიაციო სტანდარტზე - დასავლურ საბრძოლო ავიაციაზე გადასაყვანად. ამ ომის დაწყებიდან ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვსაუბრობდით უკრაინის ცის რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისგან დახურვის აუცილებლობაზე. ჩვენ გავმართეთ ასობით შეხვედრა და მოლაპარაკება ჩვენი ავიაციის, საჰაერო თავდაცვისა და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საპასუხოდ ხშირად გვესმოდა სიტყვა „შეუძლებელი“, მაგრამ ჩვენ შევძელით შესაძლებელი ის, რაც იყო ჩვენი ამბიცია, ჩვენი თავდაცვის საჭიროება და ახლა - ეს რეალობაა ჩვენს ცაში. F-16-ები უკრაინაშია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ პილოტებს, რომლებიც ახალ თვითმფრინავების მართვას ეუფლებიან და ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს.
„ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ყველა ეს ნაბიჯი აახლოებს უკრაინის გამარჯვებას ომში.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებს და მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ ენახათ F-16-ები როგორც ადგილზე, ასევე ცაში.
სიახლეები
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი
- "ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ ვარ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- შსს-მ ჭიათურაში პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
- აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების არქივი“ 2002 წელს ბუშისა და პუტინის კიდევ ერთ საუბარს აქვეყნებს, სადაც საქართველოზე, კერძოდ, პანკისის ხეობაზეც არის საუბარი
- "უმადურო პუტინი ანუ ვიწროვდება თუ არა წრე რუსეთის გარშემო?!" - გია ხუხაშვილი