"მგონი, სალომე ზურაბიშვილს ხალხის უნდა ეშინოდეს, ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება" - პრემიერი
მგონი, სალომე ზურაბიშვილს ხალხის უნდა ეშინოდეს, ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება - მანაც პასუხი უნდაა აგოს ღალატისთვის, რომელსაც მუდმივ რეჟიმში სჩადის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
კერძოდ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა მედიის კითხვას პრეზიდენტის განცხადებაზე ოლიმპიელების დაჯილდოებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მცდელობები კინკლაობის კიდევ ერთი გამოვლინებაა.
პარალელურად, პრემიერის თქმით, მმართველი გუნდი ოლიმპიელების დასაჯილდოებლად ყველა შესაძლებლობას განიხილავს, მათ შორის, საჯარო ღონისძიებასაც.
„საჯარო ღონისძიებასაც განვიხილავთ. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ არის აგვისტოს თვე, შესაბამისად, თბილისიდან ძალიან ბევრი ადამიანია გასული - ასეთ დროს მუხტი ვერ შეიქმნას, როგორიც ჩვენს ოლიმპიელებს ეკუთვნით, თუმცა ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ. ეს ღონისძიება არ გამორიცხავს სხვა ტიპის ღონისძიებას, რომლებიც შეიძლება გაიმართოს საჯარო სივრცეში. იმ განცხადებებს აღარ გამოვეხმაურები, კინკლაობის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რასაც ის ცდილობს.
მგონი, სალომე ზურაბიშვილს ხალხის უნდა ეშინოდეს და ის, საბოლოო ჯამში ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება. ის დიდი ხანი არ იქნება პრეზიდენტი. რეალურად მოუწევს თვალი თვალში გაუსწოროს საქართველოს მოსახლეობას. საბოლოო ჯამში, მანაც პასუხი უნდაა აგოს იმ ღალატისთვის, რომელსაც მუდმივ რეჟიმში ჩადის“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ არ შეიძლება ქართველი ოლიმპიელების "სასწრაფოდ დაჯილდოება".
"ორი სერიოზული მიზეზი მაქვს, რატომაც არ შეიძლება მათი ასე სასწრაფოდ დაჯილდოება. ეს არის სერიოზული საქმე, არა აჩქარებულ ტემპში გასაკეთებელი. პირველი მიზეზი: ვთვლი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანეს ქვეყანას, საზოგადოებას, ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ, არა ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს. ვაპირებ, სახალხო ზეიმი მოაწყო, როგორც გამოვაცხადე.
მეორე: პარაოლიმპიადა იწყება ახლა, გრძელდება 8 სექტემბრამდე. წარმოუდგენელია, არ ვიცი, ვის ავიწყდება სპორტის მინისტრს, თუ მთავრობას, როგორ შეიძლება ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნება, ცალკე სპორტსმენების, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მთავარ ოლიმპიურ თამაშებში და ცალკე პარაოლიმპიელები. არა, არანაირი დისკრიმინაცია! ეს მიუღებელია. ყველას ერთად მივიღებთ ხალხი და საზოგადოება, ოლიმპიელები, თუ პარაოლიმპიელები... გელოდებით, სექტემბერში“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.
სიახლეები
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი
- "ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ ვარ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- შსს-მ ჭიათურაში პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
- აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების არქივი“ 2002 წელს ბუშისა და პუტინის კიდევ ერთ საუბარს აქვეყნებს, სადაც საქართველოზე, კერძოდ, პანკისის ხეობაზეც არის საუბარი
- "უმადურო პუტინი ანუ ვიწროვდება თუ არა წრე რუსეთის გარშემო?!" - გია ხუხაშვილი