პლატფორმა „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ პარტია „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
პლატფორმა „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ პარტია „ევროპული საქართველო“ შეუერთდა.
ამის შესახებ ყრილობაზე გახდა ცნობილი, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
სიახლის შესახებ ყრილობის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააცნო.
„ჩვენ კიდევ უფრო ვძლიერდებით, რადგან „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ წინასაარჩევნოდ უერთდება კიდევ ერთი პროდასავლური, ევროპული სახალხო პარტიის წევრი პარტია „ევროპული საქართველო და მისი ლიდერი გიგი წერეთელი. ის არის ერთ-ერთი გამოცდილი პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც ჰქონდა ყველაზე მაღალი არჩევითი პოზიცია საერთაშორისო არენაზე და წარმოადგენდა საქართველოს. მე მინახავს როგორ სცემენ მას პატივს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც ის იყო პრეზიდენტი მრავალი წლის მანძილზე და ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის პრესტიჟი, საქართველოს პრესტიჟია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი