"დასაქმების ზრდასთან ერთად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას" - პრემიერი
გამოქვეყნდა მეორე კვარტლის მონაცემები და უმუშევრობის დონე 3.1- პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანას აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე წელსაც 9%-იან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ინარჩუნებს.
„სამწუხაროდ, მთელი ჩვენი პოლიტიკური დისკუსია არის გადართული, რაღაც ვიწრო პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებიც არ არის არსებითად საინტერესო მოსახლეობისთვის, არ ეხება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ჩვენ, პარალელურ რეჟიმში, მთელი ჩვენი საქმიანობა მიმართული გვაქვს იქითკენ, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, შევამციროთ უმუშევრობა, დავასაქმოთ მეტი ადამიანი. გვაქვს კონკრეტული შედეგები, რაც ასახულია არა მარტო სტატისტიკაში, არამედ უმუშევრობის შემცირება, დასაქმების ზრდა პირდაპირ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე. ეს ახალ დასაქმებული ადამიანები პირდაპირ იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადს. შესაბამისად, დასაქმების ზრდასთან ერთად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- ქუთაისში, თეატრმა "ლიანდაგმა" პირველ პრემიერას უმასპინძლა
- ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას
- "მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში" - მიხეილ სააკაშვილი
- მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ
- 8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი