"ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო გზავნილს უგზავნის ბიძინა ივანიშვილს და მის თანამოაზრეებს „ქართული ოცნებიდან“, ევროკავშირში გაწევრიანება მათ პოლიტიკასთან შეუსაბამოა"
მისი თქმით, ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს.
„ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება მომავალ არჩევნებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არჩევნების ჩატარება სრულად უნდა იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. „ქართული ოცნება“ თუ გააგრძელებს ლუკაშენკოს გზაზე სიარულს, მაშინ ევროკავშირს მოუწევს, იმოქმედოს და გადააფასოს საქართველოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ჩათვლით. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ. საქართველოს მთავრობა სრულად უნდა იყოს პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე, რომელიც სააკაშვილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ეხება. საქართველოს მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ხელშია. ძვირფასო ქართველებო, არავინ შეიძლება იყოს მეტად პასუხისმგებელი საქართველოს მომავალზე, ვიდრე თქვენ თვითონ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხალხი იპოვის გზას უკან დემოკრატიული ევროპული ოჯახისკენ“, – განაცხადა ევროდეპუტატმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი