"ყველა ემიგრანტს აქვს გასიგრძეგანებული, რომ საქართველოში თუ არ იქნება მშვიდობა, ისინი არათუ ვერ დაბრუნდებიან საქართველოში, არამედ სამშობლო არ ექნებათ"
პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი იტალიაში, ქალაქ ბარიში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კლუბის გახსნაზე იმყოფებოდა. დეპუტატის თქმით, ბარი არის ერთ-ერთი ის ქალაქი, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს.
სოზარ სუბარის თქმით, ემიგრანტებთან საინტერესო დისკუსია გაიმართა და აღინიშნა, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება აუცილებელია.
„ბარი იტალიის ის ქალაქია, სადაც ასევე ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს. ერთ-ერთი პირველი ემიგრაცია იტალიაში სწორედ ბარიში დაიწყო. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც 15-20 წელია აქ არის, ზოგი რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა. ძალიან საინტერესო დისკუსიები შედგა ემიგრანტებთან. ერთი რამ არის მთავარი და ეს ყველას აქვს გასიგრძეგანებული, მათ შორის, ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებსაც, რომ საქართველოში თუ არ იქნება მშვიდობა ისინი არათუ ვერ დაბრუნდებიან საქართველოში, არამედ სამშობლო არ ექნებათ და მათი ოჯახის წევრები, შვილები თუ მშობლები, რომლებიც სამშობლოში არიან, ჩავარდებიან უმძიმეს დღეში. ამიტომ, ამ საკითხის მიმართ ყველა არის ერთიანი – საქართველოში მშვიდობა უნდა შევინარჩუნოთ“,- აღნიშნა სოზარ სუბარმა.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"