"ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს!" - თინა ბოკუჩავა
ეს არის ბოლო გაფრთხილება არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს!- კიდევერთხელ გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილს ამაყი, ევროპელი, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ხმა,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მარშის სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი არ დათმობს ისტორიულ არჩევანს.
„ძალიან მნიშვნელოვანი მარშია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ეს არის ბოლო გაფრთხილება არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თავისუფლების მოედანზე შემოგვიერთდებიან მოქალაქეები, რათა ბევრი ვიყოთ, კიდევ ერთხელ გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილს ამაყი, ევროპელი,თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ხმა, რომელიც არ დათმობს ისტორიული არჩევანის რეალიზების საშუალებას. ჩვენთვის დღეს მთავარია ყველა ერთად ვიდგეთ საქართველოს მოქალაქეებთან, საქართველოს თითოეული მოქალაქე წყვეტს ჩვენი ქვეყნის, შვილების, ევროპული მომავლის ბედს.
ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილი როგორ იმუქრება კონსტიტუციის შეცვლით, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, მის ბოროტ გეგმებში ერთ-ერთია კონსტიტუციის 78-ე მუხლის გაუქმება, სადაც გაწერილია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა. მას ამის შესაძლებლობა არ მიეცემა. ქართველი ხალხი საკუთარი არჩევანით დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას და ევროპული არჩევანის რეალიზების შანსს“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.
თბილისში, დღეს, მარში "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები დედაქალაქში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი