"ხმა მივეცი ცვლილებას, საქართველოს ევროპულ მომავალს, ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს ერთმნიშვნელოვანია" - ნიკა გვარამია
ხმა მივეცი ცვლილებას, ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს, ხმა მივეცი კოალიციურ მართვას და უარი ვუთხარი წარსულს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს და იქნება ზეიმი.
„ხმა მივეცი ცვლილებას, ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს, ხმა მივეცი კოალიციურ მართვას და უარი ვუთხარი წარსულს. მოვუწოდებ ყველას, ხმის მიცემის დროს იფიქროთ ჩვენს შვილებზე, ჩვენს წინაპრებზე, მათ დანაბარებზე და დანატოვარზე, წავიყვანოთ საქართველო იქით, რაც მისი ისტორიული არჩევანია და მომავალი თაობების არჩევანი – ეს არის ევროპა. ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს ერთმნიშვნელოვანია და იქება ზეიმი, აუცილებლად“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი