გიორგი გახარია ითხოვს, რომ ამომრჩეველთა სრული ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას გადაეცეს
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა მოითხოვონ, ამომრჩეველთა სრული ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას გადაეცეს.
როგორც გიორგი გახარია განმარტავს, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, აღნიშნულ ბაზაში უნდა შეეძლოთ, გადაამოწმონ შემდეგი სახის ინფორმაცია: მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში; რომელ უბანზე მიიღო მონაწილეობა; რომელ საათზე მიიღო მონაწილეობა.
გიორგი გახარიას თქმით, მონაცემის გადამოწმება შესაძლებელს გახდის, „არჩევნების შესაძლო გაყალბების დადგენას“.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი