"ზაალ სამადაშვილისა და გიორგი ხარჩილავას გარდაცვალება არის უმძიმესი დარტყმა მთელი საქართველოსთვის" - თინა ბოკუჩავა
ზაალ სამადაშვილისა და გიორგი ხარჩილავას გარდაცვალება არის უმძიმესი დარტყმა მთელი საქართველოსთვის - ორი გამორჩეული პატრიოტი, ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი დააკლდა ჩვენს სამშობლოს, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
„არ ვიცი, რა სიტყვებით გამოვხატო ჩემი ემოცია იმ უდიდესი ტრაგედიის შესახებ, რაც ჩვენს დიდ ოჯახს დაატყდა თავს.
ზაალ სამადაშვილისა და გიორგი ხარჩილავას გარდაცვალება არის უმძიმესი დარტყმა მთელი საქართველოსთვის - ორი გამორჩეული პატრიოტი, ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი დააკლდა ჩვენს სამშობლოს.
ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, მეგობრებს, ახლობლებს ამ ენითაღუწერელ დანაკარგს.
დანარჩენი სიტყვები ზედმეტია”, - წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"