"საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წევრობა თუ სურს, უნდა შეცვალოს მიღებული კანონი" - ჯოზეფ ბორელი
საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად ჩაითვალოს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ საუბარში განაცხადა.
„ვეუბნებოდით საქართველოს მთავრობას, რომ ისინი ევროპული გზიდან უხვევენ. ევროკავშირის წევრობა თუ სურთ, უნდა შეცვალონ მიღებული კანონები, აღმოფხვრან პრობლემები, რომლებიც თვალსაჩინო იყო არჩევნებზე, დაუბრუნდნენ გზას. მათ ძლიერი ცვლილებები სჭირდებათ, რათა ჯერ კიდევ ჩაითვალონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად“, – განაცხადა ბორელმა.
ბორელის თქმით, უკრაინასთან საქმე სულ სხვაგვარად არის.
„საერთოდ ვერ ვხედავ რამე მსგავსებას საქართველოსა და უკრაინას შორის. უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა სრულად დაინტერესებულია ევროკავშირის წევრობით, ისევე როგორც უკრაინის საზოგადოება. ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირში უკრაინის წევრობა არის უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი ვალდებულება ან უსაფრთხოების გარანტია, რომლის შეთავაზებაც შეგვიძლია უკრაინისთვის. საქართველოსთან დაკავშირებით საქმე ნამდვილად სხვაგვარადაა“, – განაცხადა ბორელმა ინტერვიუში.
ევროკავშირი ითხოვს, საქართველოს მთავრობამ გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვისა“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონები.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"