"აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
ვიბრძოლებ მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი და არ დამყარდება სამართლიანობა, დემოკრატია, თავისუფალი გარემო, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, დღევანდელი აქციაც რომც დაარბიონ, პროტესტი კიდევ უფრო გაიზრდება.
“პროტესტი აქვს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა. არის უსამართლობა, არის მოპარული არჩევნები და პროტესტი არის ქვეყნის დაბრუნება უკან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ამბავი მივიყვანოთ რეალურ გამარჯვებამდე. გამარჯვება არის სამართლიანი, ახალი არჩევნების ჩატარება.აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება. ხალხი აქ მოსულია სიმართლის დასადგენად და ჩვენ უნდა ვიდგეთ იქ, სადაც სიმართლეა”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"