"ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ის პირად გვერდზე წერს.
“სადამსჯელო ღონისძიებები [მიმდინარეობს] ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ: საპოლიციო ძალების მიერ ცემები, დაკავებები და 7 წლამდე პატიმრობის მუქარები. ამ გოგოს ხუთ პოლიციელზე თავდასხმას აბრალებენ!!!” , - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და აზიარებს გოგონას, ლიზი თირქიას ფოტოს, რომელმაც “ფეისბუქში“ დაწერა: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დამირეკეს და მეუბნებიან, რომ აქციაზე 5 პოლიციელს თავს დავესხი, გავიქეცი და ვიმალები”.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს. მათი ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულ 2 პირს 8-8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 2 700-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა ერთ პირი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი