"საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების - მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გავრცელებულ მიმართვაში.
პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, ჩვენი მთავარი მოვალეობა ის კი არ არის, რომ „მაინც და მაინც ყოველ დღე ვიდგეთ სადმე“, არამედ მთავარი მოვალეობაა ახალი არჩევნებისთვის მომზადება.
„საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად. ეს დრო ნამდვილად მოდის. დღეს, ჩვენი მთავარი მოვალეობა ის კი არ არის, რომ მაინც და მაინც ყოველ დღე ვიდგეთ სადმე, არამედ მთავარი მოვალეობაა მომზადება. თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, პარტნიორების, რომლებიც მზად არ არიან მიატოვონ საქართველო და იმედი უნდა გვქონდეს იმის, რომ მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი, ყველასი ერთად.
მე როცა გადავწყვეტ, რომ წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, ყოველ ჯერზე, გეტყვით წინასწარ, გეტყვით რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი