"ჩვენ გადავედით რეჟიმში, რომელიც აწარმოებს ნამდვილ ტერორს თავის მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე - ეს არის უკვე რუსული რეჟიმი"
ჩვენ გადავედით რეჟიმში, რომელიც აწარმოებს ნამდვილ ტერორს თავის მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არის რუსული რეჟიმი, რომელიც საკუთარი ქმედებებით საქართველოს კონსტიტუციას არღვევს.
„ირღვევა ყველანაირი უფლებები სამოქალაქო სექტორის ხმის ამოღების შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში ახალი არის და ნამდვილად იმის ნიშანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება იზრდება და ბევრად უფრო შეგნებულია დღეს, ვიდრე ოდესაც, ახლო წარსულში იყო. ამან გამოიწვია დაშინება, მუქარა. უნდა ითქვას თბილისის მერის განცხადებაც, მაგრამ არა მხოლოდ. ის არ იქნება ერთადერთი, რომელიც ასე ემუქრება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც გაბედეს და პროტესტს მოაწერეს ხელი. ეს ხომ არის ყველაზე ნათელი ნიშანი იმისა, რომ გამოთქმის თავისუფლებაც იწურება. ეს ყველაფერი თქვენც კარგად იცით და მე აქ ყველაფერს არ აღვწერ, მაგრამ ეს არის იმის ნიშანი, რომ ქვეყანაში რეალურად დაიწყო არა მხოლოდ ადამიანის უფლებების შეზღუდვა. ჩვენ გადავედით რეჟიმში, რომელიც აწარმოებს ნამდვილ ტერორს თავის მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე. საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტზე და რომელიც არ ერიდება იმას, რომ წამებაც გამოიყენოს. ეს არის სხვა სიტყვებით და მოკლედ აღწერილი, უკვე რუსული რეჟიმი. თავიანთი ქმედებებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, მე-17 მუხლი, აზრის და მისი გამოხატვის თავისუფლება. 21-ე მუხლი-შეკრების თავისუფლება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19-ე მუხლი, გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მე-3 მუხლი-წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა. მე-10 მუხლი გამოხატვის თავისუფლება. მე-11 მუხლი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება. ამით არ კმაყოფილდება ეს რეჟიმი და ახალ კანონებს ამზადებენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"