პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია - ნიკა მელია
“ზარი, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან არ გულისხმობდა რეჟიმის მხარდაჭერას, ეს გულისხმობდა რეჟიმისთვის შესაბამისი ადგილის მიჩენას”, – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარს.
მელიას თქმით, კრიზისის განმუხტვა მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი.
„მე დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები და ეს ყველაფერი ესმით როგორც პარიზში, ასევე ლონდონში, ვაშინგტონში, ბრიუსელსა თუ სტრასბურგში. ახალი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი. დღეს ქვეყანაში არ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი…”,- განაცხადა მელიამ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო