"უჩვეულო რუსული ზამთარი გვაქვს საქართველოში, მაგრამ გვექნება ქართული გაზაფხული"- სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება და აკრიტიკებს.
„პრევენციული დაკავება: ახლა პოლიციას შეუძლია პრევენციულად დააკავოს პირები, იმის ვარაუდით, რომ მათ შეიძლება ჩაიდინონ დანაშაული წინასწარი დარღვევების საფუძველზე. დაკავება სასამართლოში წარდგენისთვის: პოლიციას შეუძლია დააკავოს პირები მხოლოდ სასამართლოში მათი წარდგენის უზრუნველსაყოფად“, - წერს პრეზიდენტი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ქართული გაზაფხული ელოდება.
„უჩვეულო რუსული ზამთარი გვაქვს საქართველოში, მაგრამ გვექნება ქართული გაზაფხული“, - წერს პრეზიდენტი.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო