" საქართველოს დამოუკიდებლობის განმავლობაში ბევრი ავი რამ გვინახავს, თუმცა პირველად ვართ მომსწრე, რომ მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას სისხლის ღვრით ემუქრება"- შალვა პაპუაშვილი
თავისი პრეზიდენტობის მიწურულს, სალომე ზურაბიშვილმა მორიგ ჯერზე გადაწყვიტა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა და მორყევა, არამედ ქვეყანაში მსოფლიოს დასანახად სამარცხვინო არეულობისა და ფარსის მოწყობა, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, გუშინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ერთადერთი მშვიდობიანი გზა ახალი არჩევნებია, რითაც ის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სისხლის ღვრით დაემუქრა, თუკი ისინი არ დათმობენ 26 ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანს.
„თავისი პრეზიდენტობის მიწურულს, სალომე ზურაბიშვილმა მორიგ ჯერზე გადაწყვიტა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა და მორყევა, არამედ ქვეყანაში მსოფლიოს დასანახად სამარცხვინო არეულობისა და ფარსის მოწყობა.
გუშინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ერთადერთი მშვიდობიანი გზა ახალი არჩევნებია. რითაც ის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სისხლის ღვრით დაემუქრა, თუკი ისინი არ დათმობენ 26 ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანს. ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში ბევრი ავი რამ გვინახავს, თუმცა პირველად ვართ მომსწრე იმისა, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მოსახლეობას სისხლის ღვრით ემუქრება.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის გამტყუნებული იმპიჩმენტის პროცესში, თუმცა მთავარი პოლიტიკური და მორალური დანაშაული, რაც მან ჩაიდინა, ესაა არჩევნებში მოსახლეობის მიერ გამოხატული ნების არცნობა, რითაც მისთვის არასასურველი და მიუღებელი შედეგის აყირავება სცადა.
სალომე ზურაბიშვილი იქცა კიდევ ერთ პრეზიდენტად, რომელიც პირდაპირაა დაკავებული საკუთარი ქვეყნის უცხო გავლენებისთვის ჩაბარებით. იგი მოქმედებს ზუსტად იმავე ძალების მიერ დაწერილი იდენტური სცენარით, რაც მისი ერთ-ერთი წინამორბედისთვის შეიქმნა.
სიახლეები
- სალომე ზურაბიშვილი დედების მარშის დღეს "გზის გადაკეტვისთვის" 5 000 ლარით დააჯარიმეს
- “ბრიტანეთის საელჩო ფიქრობდა, რომ ჩაქუჩს დაარტყამდა, მაგრამ ეს ჩაქუჩი, საბოლოო ჯამში, თითზე დაირტყა, ვინაიდან საკუთარი თავი ამხილა საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილის და პროპაგანდის დაფინანსებაში” - შალვა პაპუაშვილი
- “ოპოზიციას არ ჰყავს არცერთი რეიტინგული და ქარიზმატული ფიგურა, ამის გამოა, რომ ურეიტინგო პოლიტიკოსებს, ხან ერთ დავალებას აძლევენ გარედან, ხან მეორეს, ვერცერთი მათი ინიციატივა ვერ იქნება წარმატებული”- ირაკლი კობახიძე
- “ბრიუსელში ამ საკითხს არ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, თუმცა კვლავ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ეს თემა გამოიყენონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” - მაკა ბოჭორიშვილი უვიზო მიმოსვლის საკითხზე
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ გიორგი ცხაკაია დაინიშნა