"უმოქმედობა აძლიერებს ივანიშვილის რეჟიმს - დასაჯეთ ისინი, ვინც ანგრევს საქართველოს მომავალს და უზრუნველყოფს რუსეთის გამარჯვებას"- გიორგი გახარია
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მიმართავს, დასაჯონ ისინი, ვინც ანგრევს საქართველოს მომავალს და უზრუნველყოფს რუსეთის გამარჯვებას.
როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, უმოქმედობა ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებს.
„უმოქმედობა აძლიერებს ივანიშვილის რეჟიმს და ღალატობს ასიათასობით ქართველს, რომლებიც დემოკრატიისთვის იბრძვიან. დასაჯეთ ისინი, ვინც ანგრევს საქართველოს მომავალს და უზრუნველყოფს რუსეთის გამარჯვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული ღირებულებები და ევროკავშირის სანდოობა საფრთხეშია“,- წერს გახარია.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი