"მათი განცხადებები, რომ აი, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ფარისევლურია "- კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე
„ეს განცხადებები არის სიტყვების ბრახაბრუხი. გაიხსენეთ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც მათი განცხადებები, რომ ჩვენ ვრჩებით ქართველი ხალხის ერთგული, მაგარი ხალხი ხართ ქართველები, მაგრამ აი, ხელისუფლება გყავთ ცუდიო“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას საგარეო საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებების კომენტირება სთხოვეს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა, ქართველ ხალხს კი სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობამ აირჩია, არავის მისცემს ქვეყანაში არეულობის გამოწვევის შესაძლებლობას.
მისივე თქმით, კაია კალასის განცხადება ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ფარისევლურია და გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია „ქართული ოცნება“, შემოხაზა 41 ნომერი, რატომ? იმიტომ რომ „ქართული ოცნება“ არის ქართული ხელისუფლება, ის გუნდი, ვინც იცავს ქვეყნის ინტერესს და არ აძლევს ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ მარგინალებს საშუალებას, ქვეყანა გამოიყენონ თავიანთი ბინძური ზრახვებისთვის და მოაწყონ ისეთივე ვითარება ქვეყანაში, როგორიც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაშია და ხედავთ, რა მდგომარეობაა იქ. ალბათ ტრამპის განცხადებებიც მოისმინეთ უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც უმძიმესი მდგომარეობაა. ამიტომ ეს განცხადებები, რომ აი, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ფარისევლურია. დღეს, ქვეყანაში ვინც ცდილობს მოაწყოს არეულობა, დაპირისპირება, ვინც აფინანსებს რადიკალურ დაჯგუფებებს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს და ის ყველაფერი, რასაც რამდენიმე დღის წინ ვხედავდით, იყო გარედან მართული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერი, ასევე გამოეხმაურა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე ახალი პრეზიდენტი ჰყავს.
„ქვეყანას ჰყავს ახალი პრეზიდენტი. ჩვენ გვინახავს სალომე ზურაბიშვილის ქმედებები, რომელიც არის ანტისახელმწიფოებრივი, ქვეყნის წინააღმდეგ კონკრეტულ ქმედებაში გამოხატული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- “ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე, რუსულ პროექტად და „ტროას ცხენად“ დარჩა - აღიარა, რომ მზად არის, საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის მთელ პროცესს უღალატოს” - ანა წითლიძე
- 18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა
- “არანაირი 4 ოქტომბრისთვის მზადება არ არსებობს, არავინ 4 ოქტომბრისთვის პასუხისმგებლობას არ იღებს, არავინ ამბობს ვინ რას აპირებს 4 ოქტომბერს – ყველაფერი ისეა, თითქოს ბოლოს ვიღაცამ უნდა თქვას გეხუმრებოდითო” - იაგო ხვიჩია
- “მგონია, რომ 4 ოქტომბრის ამბავი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკიდან გაქრობისკენ გადადგმული ნაბიჯია” - იაგო ხვიჩია
- პოლიციამ ბათუმის აეროპორტში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე