“სანქციებს ჩვენზე არანაირი გავლენა არ აქვს, არც დამაშინებელი ეფექტი და არც – დამაკნინებელი” – მამუკა მდინარაძე
“სანქციებს ჩვენზე არანაირი გავლენა არ აქვს, არც – დამაშინებელი ეფექტი და არც დამაკნინებელი. არც მაშველ რგოლად აღარ ადგება ქართულ აგენტურულ ოპოზიციას. ერთადერთი ისინი ცდილობენ, ბოლომდე გააფუჭონ ორ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რომ შემდეგ ამ ნეგატიური მატარებლის რელსებიდან შემობრუნება რთული იყოს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ კუდის მოქნევა, საქართველოსა და ამერიკის, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობების გასაუარესებლად და ამას ასწრებენ 20 იანვრამდე, როგორც ეს წამოსცდა „ნაცთან“ მოღალატე გახარიას და თავად მთავარ „ნაცს“ მიხეილ სააკაშვილს.
ამ მატარებლის შემოტრიალება ძალიან რთულია და მარტივი არ იქნება. ბიუროკრატიული ნაღმები, რომელიც ჩადებულია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში მოქმედი ბიუროკრატების მიერ; საქართველო ამერიკის ურთიერთობაში ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის მიერ, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ბუნებრივია, შეიცვლება და ამის მოლოდინი გვაქვს, თუმცა ასე ჩვენ მოლოდინი არ გაგვიჩნდეს, რომ ერთ დღეში ასე შეიცვლება ყველაფერი და ყველაფერი კარგად იქნება. აქაც უამრავი მუშაობა იქნება საჭირო. ერთ დღეში არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ სამი მთავარი ფაქტორი გვაძლევს ჩვენ ოპტიმიზმისა და ურთიერთობების ნელ-ნელა დასტაბილურებისა და პოზიტიურობის იმედს. პირველი, ეს არის ის, რომ ტრამპსა და მის მომავალ ადმინისტრაციას გამჭვირვალობაზე იგივე წარმოდგენები აქვთ, როგორც – ჩვენ; მეორე, ოჯახურ ღირებულებებსა და ლგბტ პროპაგანდის უარყოფაზე იგივე წარმოდგენები აქვთ, რაც – ჩვენ; ომის დასრულების ინტერესს გამოხატავს რამდენიმე თვის თუ წლის წინანდელი წარსულიდან ბატონი ტრამპი და ამ შემთხვევაშიც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი ბუნებრივად ქრება. აი, ეს სამი ინტერესი გვაფიქრებინებს ჩვენ, რომ ყველაფერს სხვას თავი რომ დავანებოთ, როგორც მინიმუმ, ამ სამი მიმართულებით საქართველოზე წნეხი მოიხსნება. სულ ყველაფერი რომ იგივე დარჩეს, ამ სამი მთავარი მიმართულებით წნეხის მოხსნა ჩვენთვის დიდი შეღავათი იქნება“, – აღნიშნა მდინარაძემ.
სიახლეები
- ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა
- ქუთაისელი პარამკლავჭიდელი მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედ გახდა
- “დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ამ კვირაში ოფიციალურად აპირებს” - მედია
- 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი 27 სექტემბრიდან სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება
- “ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე, რუსულ პროექტად და „ტროას ცხენად“ დარჩა - აღიარა, რომ მზად არის, საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის მთელ პროცესს უღალატოს” - ანა წითლიძე