"კობახიძე უფლებისა და მანდატის გარეშე აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს - 28 ნოემბერს ომი გამოაცხადეს!" - სალომე ზურაბიშვილი
კობახიძე უფლებისა და მანდატის გარეშე აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ დაჩქარებულ პროცესს, დაჩქარებულ რუსულ გზას. არა მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევებს, რომლებიც არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ მოხდა. ფაქტი, რომ პარლამენტის პირველი სესია, რომელიც მხოლოდ მე შემიძლია მოვიწვიო, მოიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც მაშინ არ იყო პარლამენტის სპიკერი და ეს აღიარებული არაა კონსტიტუციის მიერ. და ამის შემდეგ მათ საკონსტიტუციო სასამართლოს დრო არ დაუტოვეს იმ სარჩელების განსახილველად, რომლებიც ჩვენ შევიტანეთ და პარლამენტის პირველი სესია დალოდების გარეშე მოიწვიეს, რაც კიდევ ერთი ანტი-კონსტიტუციური გადაწყვეტილებაა.
და, რა თქმა უნდა, 28 ნოემბერს, როგორც ჩვენ მივიჩნევთ, ომი გამოაცხადეს! პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც არ გააჩნია ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არჩევნები ძალიან სადავოა, მაგრამ ასევე არ გააჩნია მანდატი ამისთვის, ვინაიდან კონსტიტუცია ძალიან კონკრეტულად ამბობს, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუტმა ყველაფერი შესაძლებელი უნდა გააკეთოს ევრო-ატლანტიკური პროცესის დასაჩქარებლად. და ეს კონსტიტუცია, დიდწილად, იმავე პრემიერ-მინისტრის მიერ იყო დაწერილი, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგ გამოდის - რა მანდატით? და ამბობს, რომ ის აჩერებს [ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკებებს. ამ მომენტისთვის არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და ამას ველოდით, მაგრამ ის ნამდვილად აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს უფლებისა და მანდატის გარეშე”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
- "კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"