"არავითარი მუხლი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად" - ირაკლი კობახიძე
რეალურად, არავითარი მუხლი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, ეუთო/ოდირმაც ბოლომდე გამოაცალა ყველანაირი საფუძველი რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერ მცდელობას, რომ განახორციელონ საბოტაჟი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, „რადიკალური ოპოზიციის“ რიგებში ახლა ისტერიული მსჯელობები წარიმართება.
„გუშინ ასეთი ისტერიული მსჯელობა შედგა სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში, მან რეალურად პრეზიდენტის რეზიდენცია აქცია ახალ ფანჩატურად. ადრე იყო შალვა ნათელაშვილის ფანჩატური და ახლა არის სალომე ზურაბიშვილის ფანჩატური. ყველაზე დასანანი ის არის, რომ მან ასეთ სივრცედ აქცია სწორედ პრეზიდენტის სასახლე", - განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი