მამუკა ხაზარაძე ქართულ ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს
ნებისმიერი ინაუგურაცია, რომელსაც ეს არალეგიტიმური ხელისუფლება ჩაატარებს, იქნება არალეგიტიმური, არასამართლიანი – ასე მიმართა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შეიარაღებულ ძალებს.
„ნებისმიერი ინაუგურაცია, რომელსაც ეს არალეგიტიმური ხელისუფლება ჩაატარებს იქნება არალეგიტიმური, არასამართლებრივი. ახალ ე.წ. პრეზიდენტს ვერანაირად ვერ უნდა დაემორჩილოს ქართული ჯარი. ქართულმა ჯარმა უარი უნდა განაცხადოს ამ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე. იქ ღირსეული ხალხი აღჭურვილი არიან ჩვენი დასავლური ქვეყნების მიერ. ქართულმა ჯარმა არ უნდა დაუჭიროს არალეგიტიმურ პროცესს მხარი. ეს იქნება ანწუხელიძის ღალატი და იმ ადამიანების ღალატი ვინც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის მომავალს. აქ არც აჯანყებისკენ მოწოდებაა და არც რევოლუციისკენ, ეს არის მუნდირის ღირსების ამბავი. ეს შეძახილი, რომ „ვემსახურებით საქართველოს“ არ უნდა გაუკეთონ იმ არალეგიტიმურ პროცესს, რომელმაც შეიძლება უფსკრულში გადაიყოლოს ჩვენი ქვეყანა, ამიტომ ჯარზე ბევრია დამოკიდებული“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე