“მზად ვარ, დავჯდე და ვიპოვო გამოსავალი, თუ როგორ დაინიშნოს არჩევნები” – სალომე ზურაბიშვილი
“მზად ვარ, დავჯდე და ვიპოვო გამოსავალი, თუ როგორ დაინიშნოს არჩევნები, თუმცა, გადაწყვეტილება 29 რიცხვამდე უნდა იყოს შეთანხმებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„არჩევნები არ შედგა: ამჟამინდელი კრიზისის გადასაჭრელად ერთადერთი ფორმულაა, საყოველთაოდ აღიარებულ თითოეულ დემოკრატიულ ქვეყანაში, ახალი არჩევნები! მზად ვარ, დავჯდე და ვიპოვო გამოსავალი, თუ როგორ დაინიშნოს არჩევნები, თუმცა გადაწყვეტილება 29 რიცხვამდე უნდა იყოს შეთანხმებული. 29-ისთვის ჩვენ ყველას გვექნება შესაძლებლობა, ეს ქვეყანა წინ წავწიოთ, გავხადოთ საქართველო დემოკრატიის, შერიგებისა და პროგრესის გლობალური მაგალითი! საქართველო არასდროს არ ნებდება, როდესაც სიმართლეს იცავს. საქართველო მართალია – თქვენ მართლები ხართ! რას გავაკეთებ: მე ვარ და ვრჩები ხალხის ერთგული, არამხოლოდ მათი, ვინც დღეს აქაა, არამედ ყველა ქართველის. ეჭვი არავინ შეიტანოს, რომ მე ვარ და ყოველთვის ვიქნები ყველას პრეზიდენტი! რას გავაკეთებ: მე დავრჩები ქართული არმიის ერთგული, მისი ვეტერანების, ჯარისკაცებისა და მტკიცე პარტნიორების, რომელთაც ააგეს და გააძლიერეს ის. მე ვარ და ვრჩები მთავარსარდლად!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი
სიახლეები
- გიორგი მამარდაშვილი „არქის“ მასშტაბური პროექტის - „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი გახდა
- ნიუ-იორკის მერის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ქალაქის მერი გახდება დემოკრატიული პარტიის კანდიდატი 34 წლის ზოჰრან მამდანი
- ,,ევროპას სხვა მიზნები აქვს და რასაკვირველია, ეს დოკუმენტიც ამ მიზნისა და გეგმის აღსრულებისკენ არის მიმართული"- გიორგი ვოლსკი
- გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა
- აშშ-ში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა