"საქმე გვაქვს ხალხთან, რომელსაც მხოლოდ ჯოხის ენა ესმის" - სააკაშვილი
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მესვეურებს „მხოლოდ ჯოხის ენა“ ესმით. იგი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტისგან და ოპოზიციისგან მათდამი „მოწოდებები“ არ ამართლებს და „პოლიტიკური ჯოხის ენით“ უნდა ესაუბრონ.
„მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ, - ჩვენ საქმე გვაქვს იმ ხალხთან, იმ ბანდასთან, რომელსაც ესმის ერთადერთი ენა … ეს არის ჯოხის ენა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 24 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე.
სააკაშვილი, როგორც წინა სხდომებს, ახლაც დისტანციურად ჩაერთო თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომას. იგი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
„მეგობრებო, ჩვენ მათ კი არ უნდა ვაწყნარებდეთ, ნუ გეშინიათო, პირიქით, უნდა ეშინოდეთ მანამ, სანამ ხალხის წინაშე არ დაიხევენ უკან. ჩვენ კი არ უნდა მოვუწოდებდეთ, რომ მოდით, დაგველაპარაკეთო, ისინი უნდა გვახევდნენ კალთას, რომ რაღაცაზე მაინც დაველაპარაკოთ“, - განაცხადა მან.
ორი დღით ადრე, 22 დეკემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მასობრივ საპროტესტო დემონსტრაციაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის სასახლეში იწვევს ბიძინა ივანიშვილს, რათა ერთად მოიფიქრონ ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი.
„მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. არჩევნების რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29 რიცხვამდე“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი