"მზად ვართ, 29 დეკემბრის შემდეგაც დავრჩეთ ორბელიანების სასახლეში და გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება"
ჩვენ მზად ვართ, დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება , - ამის შესახებ „ძლიერის აქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ანა დოლიძის განცხადებით, ასევე განხილვაშია ის დოკუმენტი, რომელიც იქნება წარდგენილი და ეხება არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრირებას და პირობებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ახალი, ლეგიტიმური არჩევნები.
„ეს არის მიმდინარე სამუშაო პროცესი. ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიები ვთათბირობთ საქართველოს პრეზიდენტთან. განხილვაშია ის დოკუმენტი, რომელიც იქნება წარდგენილი და ეხება არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრირებას და პირობებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ახალი, ლეგიტიმური არჩევნები. ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნებია პოლიტპატიმრების გამოშვებასთან ერთად.
მინდა გითხრათ, რომ მე შევთავაზე სრული მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი შეთავაზება, ეს არის მხარდაჭერის ფორმა სხვა ყველა ფორმასთან ერთად, რომელსაც ჰქვია ლეგიტიმური, სამართლიანი და არაძალადობრივი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი