ოპოზიციაში დაპირისპირება მოჰყვა პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე თანხმობას
ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება მოჰყვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობას, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას ხუთი ოპოზიციური გაერთიანება მიიღებს, - „ახლის“ გარდა, არცერთს არ უთქვამს უარი საბიუჯეტო დაფინანსებაზე.
ცესკომ 26 დეკემბერს, გვიან საღამოს განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, - 26 ნოემბრიდან, - სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა ჯამში შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ. ესენია:
- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“,
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,
- „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“,
- „გახარია საქართველოსთვის“,
- „ლელო საქართველოსთვის“,
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“,
- „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
ცესკოს თანახმადვე, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.
შესაბამისად, დანარჩენი ექვსი პარტია დაფინანსებას მიიღებს.
ცესკოს ცნობით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთიანებებს 26 დეკემბერს, 18:00 საათზე ამოეწურათ.
პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“, ლიდერებმა ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ გააკრიტიკეს სხვა ოპოზიციური პარტიები დაფინანსების მიღების გამო.
„ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო - აი ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ „ქოცების“ შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს. აი, მესმის“, - დაწერა გვარამიამ ფეისბუკზე.
სიახლეები
- გიორგი მამარდაშვილი „არქის“ მასშტაბური პროექტის - „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი გახდა
- ნიუ-იორკის მერის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ქალაქის მერი გახდება დემოკრატიული პარტიის კანდიდატი 34 წლის ზოჰრან მამდანი
- ,,ევროპას სხვა მიზნები აქვს და რასაკვირველია, ეს დოკუმენტიც ამ მიზნისა და გეგმის აღსრულებისკენ არის მიმართული"- გიორგი ვოლსკი
- გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა
- აშშ-ში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა