"არ გამოვრიცხავ, მარგველაშვილსაც ისეთი რამ დაავალონ, ისიც პასუხისგებაში გახდეს მისაცემი და დასაკავებელი" - მამუკა მდინარაძე
არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი მარგველაშვილსაც ისეთი რამ დაავალონ, რომ ისიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში გახდეს მისაცემი და დასაკავებელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „ვიღაცებს, როგორც ჩანს, ძალიან უნდათ, რომ ციხეში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი კი არ იჯდეს, არამედ 2-3”.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლიდან არ გამოვა, მოხდება ის, რაც იმ ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში, რომელიც უფლებამოსილი არ არის, იმყოფებოდეს გარკვეულ ადგილას.
„ღამის გათენებაზე, მთლად კარგი ასოციაციები არ გვიჩნდება, ხომ? - ცოტა უფრო სერიოზულად თუ ვიტყვით, არ გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილსაც ისეთი რამ დაავალონ, რომ ისიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში გახდეს მისაცემი და დასაკავებელო. ესეც, რა თქმა უნდა, შეიძლება რიტორიკული კონტექსტი იყოს, მაგრამ ვიღაცებს, როგორც ჩანს, ძალიან უნდათ, რომ ციხეში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი კი არ იჯდეს, არამედ 2-3. რაღაც ასეთი კონტექსტი მოყვა ამ თემას. კითხულობენ, ამ თემას თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი უკანონოდ დაიკავებს პრეზიდენტის რეზიდენციას. რა უნდა მოხდეს? - მოხდება ის, რაც იმ ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში, რომელიც უფლებამოსილი არ არის, იმყოფებოდეს გარკვეულ ადგილას - რაც იმ ადამიანის შემთხვევაში მოხდება, ის მოხდება ექსპრეზიდენტის შემთხვევაში, - მარტივია. კითხვიდანაც კი პროვოკაცია ჩანს. რა თქმა უნდა, პროვოკაცია იქნება თუ სალომე ზურაბიშვილი ისე დაექვემდებარება დავალება, რომ საკუთარ პასუხისმგებლობაზე მაღლა დავალების შესრულების ინტერესს დააყენებს. ალბათობა ყველაფრისაა თუმცა არა მგონია”, - განაცხადა მდინარაძემ.
სიახლეები
- 6 მედიკამენტი, რომელთა გამოყენება უზმოზე არ შეიძლება - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
- "ორიოდე სიტყვით:- რა სურს ბიძინას?" - რას წერს თინა ხიდაშელი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 ივნისისთვის
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს