,,ბათუმშიც ვხედავთ იმავე სახეებს, ელენე ხოშტარიას და “ნაცმოძრაობის” სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ, წაახალისონ ძალადობრივი ქმედებები საზოგადოებაში” – ვახტანგ ჩოჩია
,,ცდილობენ, რომ ის ძალადობა, რომელსაც თავად ახალისებენ, შეფუთონ და წარმოადგინონ, როგორც დემოკრატიული და თავისუფალი გამოხატულება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა, ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა.
ჩოჩია ბათუმში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
“ჩვენ თვალს ვადევნებთ ბათუმში მიმდინარე მოვლენებს, სადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალადობრივმა კამპანიამ თბილისიდან გადაინაცვლა, რომელსაც თბილისში, რუსთაველზე დაედო საფუძველი. იქაც ვხედავთ იმავე სახეებს, ქალბატონ ელენე ხოშტარიას და “ნაცმოძრაობის” სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ წაახალისონ ძალადობრივი ქმედებები საზოგადოებაში.
ჩვენ ვნახეთ, რომ საზოგადოების ერთ-ერთმა წევრმა ფაქტობრივად ფიზიკურად იძალადა პოლიციის თანამშრომლებზე. ისინი ცდილობენ, რომ ის ძალადობა, რომელსაც თავად ახალისებენ, შეფუთონ და წარმოადგინონ, როგორც დემოკრატიული და თავისუფალი გამოხატულება,” – აღნიშნა ჩოჩიამ.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში