,,ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს თვალწინ, ჩვენი ტრადიციული პარტნიორები ნომერ პირველ კრიტიკოსებად იქცნენ"- მაკა ბოჭორიშვილი
ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს თვალწინ, ჩვენი ტრადიციული პარტნიორები და მოკავშირეები იქცნენ ნომერ პირველ კრიტიკოსებად და შეიძლება ითქვას, მედროშეებად, თუნდაც შიდა საქმეებში ჩარევის და საქართველოზე ზეწოლის განხორციელების. ამ შემთხვევაში მე საუბარი მაქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე, – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„რა ამოქმედებთ მათ და რა არის მათი ამგვარი ქმედების საფუძველი ეს კიდევ ცალკე თემაა და მე ამას ვუკავშირებ იმ გაზრდილ უსაფრთხოების გამოწვევებს ჩვენს რეგიონში და იმ საფრთხეებს, რომელიც მათ ამოძრავებთ კიდეც. ფაქტია, რომ გარკვეული შიშები ალბათ არსებობს და შიშებით თუ ავხსნით იმ გამძაფრებულ რეაქციებს,რაც საქართველოსთან დაკავშირებით ამოძრავებს ზოგიერთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას.
ესეც გარემოებებით არის განპირობებული, ჩვენც ბევრს ვსწავლობთ, ბევრ გაკვეთილს მივიღებთ და მომავალში გამოვიყენებთ ჩვენს ურთიერთობებში, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს გზა, რაც აქვს არჩეული თუნდაც ევროკავშირთან ურთიერთობებში, ეს კიდევ უფრო რთული გზა არის, ვიდრე შეიძლება აქამდე ყოფილა სხვა ქვეყნებისთვის“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი