,,უპატიოსნესი კაცი ვახო გომელაური დაასანქცირეს, ვაჟა სირაძე დაასანქცირეს, ძალიან წესიერი კაცი და შეფარებული ჰყავთ კეზერაშვილი, რომელმაც ომში ჯარი გაგვიძარცვა"- დაჩი ცაგურია
უპატიოსნესი კაცი ვახო გომელაური დაასანქცირეს, ვაჟა სირაძე დაასანქცირეს, ძალიან წესიერი კაცი და შეფარებული ჰყავთ კეზერაშვილი, რომელმაც ომში ჯარი გაგვიძარცვა. მაგაზე დიდი საქმე მტრისთვის რა შეიძლება გაეკეთებინა?! – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
„საკვებში ჩაფურთხების კამპანიის დაწყებას არ მეგონა სამარცხვინო ხალხი თუ იკადრებდა. გასაოცარია, რომ ამას ჰყავს მერე მხარდამჭერები, რომ აბა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს თუ დაინახავთ რესტორანში, ან კაფეში და მათი (ობიექტების) თანამშრომლები თუ არიან მათი (ოპოზიციის) მხარდამჭერები, უნდა ჩაგვიფურთხონ საკვებში. გამოჩნდნენ სხვადასხვა რესტორნის თანამშრომლები, უი, რა მაგარიაო. გაოგნებული ვარ. ამერიკაში მოქმედი ქართველი ექიმი პოსტავდა, გვარად გეგეჭკორი, რომლის ძმა სააკაშვილის დროს საპატრულოს უფროსი იყო და უსასტიკესი ტიპი იყო, უზრდელი და თავხედი.
დღეს ვუყურებთ ჩვენს საპატრულო პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს როგორი მოწოდების სიმაღლეზე არიან. არსად არ ხდება დედამიწაზე, რომ აქციაზე დაშავებულებზე ხუთჯერ მეტი იყვნენ პოლიციელები. ამის ფონზე ვხედავთ, რომ უპატიოსნესი კაცი ვახო გომელაური დაასანქცირეს, ვაჟა სირაძე დაასანქცირეს, ძალიან წესიერი კაცი და შეფარებული ჰყავთ კეზერაშვილი, რომელმაც ომში ჯარი გაგვიძარცვა. მაგაზე დიდი საქმე მტრისთვის რა შეიძლება გაეკეთებინა?! მე მეძახიან პრორუსიო, მე გავიქეცი საომრად და კეზერაშვილი გაიქცა ჯარის გასაძარცვად. მეტსახელად „კილერა“ ჰყავთ შეფარებული, გლდანის ციხის უფროსი იყო, გვარად მუხაძე, უდესიანი, ცნობილი ზონდერი, რომელიც შვიდი იარაღით დარბოდა, ატერორებდა ხალხს და ზურა ადეიშვილი, რომელმაც ადამიანებისგან ფულის გამოძალვის მანქანა გამოიგონა. ადამიანებს იტაცებდნენ ეგ და კეზერაშვილი ფულის გამოძალვის მიზნით, ეს ხალხი ჰყავთ შეფარებული და წესიერი ადამიანები, დაასანქცირეს“, – აღნიშნა ცაგურიამ.
სიახლეები
- “სამეზობლო არ დაგვრჩა, სადაც ომი არ არის და ერთმანეთს არ ხოცავენ, ამის ფონზე კიდევ უფრო ცხადი გახდა იმ პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რაც ჩვენ დავაანონსეთ და ბოლომდე გავიტანეთ ქართველ ხალხთან ერთად” - ირაკლი ზარქუა
- “კატასტროფაა, რომ, ევროკავშირის დროშით, დღეს სიძულვილი და ძალადობა ითესება” – შალვა პაპუაშვილი
- “ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმაზე: ომი ამ იერიშებმა დაასრულა” - ტრამპი
- “კომისიის დასკვნის შესავალში სავარაუდოდ ნაჩვენები იქნება, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდა გადატრიალებით, გაყალბებული არჩევნებით, ვიტყვით, რომ ეს იყო ანტიქართული რეჟიმი” - თეა წულუკიანი
- “რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ისინი ციხეებში – ისინი მიზანმიმართულად ჩართეს რევოლუციურ პროცესებში, რომელიც სრული ფიასკოთი დასრულდა” - ირაკლი კობახიძე