"როცა ადამიანს უსრულდებოდა 100 წელი, მერია მას გადასცემდა ჯილდოს 1000 ლარის სახით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯილდო ათჯერ გაიზრდება და 10 000 ლარი იქნება მათთვის, ვისაც 100 და მეტი წელი შეუსრულდება" - კახა კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 100 და მეტი ასაკის თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის ჯილდო გაათმაგდა და 10 ათასი ლარს შეადგენს.
ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„როდესაც ადამიანს უსრულდებოდა 100 წელი, დედაქალაქის მერია მას გადასცემდა ჯილდოს ათასი ლარის სახით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯილდო ათჯერ გაიზრდება და 10 ათასი ლარი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც 100 და მეტი წელი შეუსრულდება. გასულ წელს 57 ადამიანს ჩაერიცხა თანხა, აქედან 23-ს შეუსრულდა 100 წელი და 34-ს კი 101 და მეტი. მინდა ამ ადამიანებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ჯილდოს მისაღებად, მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენლებმა თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართონ. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 100 წელს მიღწეული მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025 წლამდე აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ მოუწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ“,- განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- “ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
- ელენე ხოშტარია იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
- არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია
- “ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია