"არჩევნები ჩატარდება 2028 წლის ოქტომბერში, მანამდე, ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია, იქაც სცადოს ბედი" - ირაკლი კობახიძე
არჩევნები ჩატარდება საქართველოში 2028 წლის ოქტომბერში. ყველას ვურჩევ, მოემზადოს 2028 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა.
პრემიერის თქმით, მანამდე მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები და რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია აქაც სცადოს ბედი.
„თქვენ იცით, რაც არის ოპოზიციის მოთხოვნები, პირველ რიგში, ეს არის რიგგარეშე არჩევნები. მე ყველას მინდა შევახსენო, რომ არჩევნები ჩატარდება საქართველოში 2028 წლის ოქტომბერში. ყველას ვურჩევ, მოემზადოს 2028 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის. მანამდე, ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, შეუძლიათ, იქაც სცადონ ბედი. ეს არის ჩემი რჩევა რადიკალური ოპოზიციის მიმართ”, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში