"ოპოზიციის წარმომადგენლები ქართულ პარლამენტში რომ იყვნენ, სტრასბურგში ჩემთან ერთად იქნებოდნენ პლენარულ დარბაზში"
ოპოზიციის წარმომადგენლები ქართულ პარლამენტში რომ იყვნენ, სტრასბურგში ჩემთან ერთად იქნებოდნენ პლენარულ დარბაზში, დერეფანში, სავარძლებზე სხედან, ხან რომელ კაბინეტთან არიან ატუზული და ხან – რომელთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
წულუკიანის თქმით, ეს ოპოზიციის წარმომადგენლების სისულელეზე, სისუსტესა და პოლიტიკური გამჭრიახობის არქონაზე მეტყველებს.
„ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს რაც შეეხება, დაახლოებით 20 ადამიანი დადის აქ, დერეფნებში. ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლებსაც ჯიბეში უდევთ ქართული პარლამენტის მანდატი, შეუძლიათ, ქართულ პარლამენტში შევიდნენ, იყვნენ ჩემს დელეგაციაში და აქაურ პლენარული სხდომის დარბაზში შევიდნენ. ვერ შედიან, რადგან ქართულ პარლამენტში არ არიან შესული და დერეფანში, სავარძლებზე სხედან. ეს მათ სისულელეზე, სისუსტესა და პოლიტიკური გამჭრიახობის არქონაზე მეტყველებს, რადგან ისინი ქართულ პარლამენტში რომ იყვნენ, იქნებოდნენ ჩემს დელეგაციაში, როგორც ოპოზიციონერები. ისინი ჩემთან ერთად იქნებოდნენ პლენარულ დარბაზში, სადაც მე და გივი მიქანაძე სიტყვით გამოვდივართ. პლენარულ დარბაზშივე, საჯაროდ შეძლებდნენ ჩემთან დაპირისპირებას. მათ ეს პოლიტიკური შესაძლებლობა არ გამოიყენეს. დერეფანში რომ ჩავივლი ხოლმე, ხან რომელ კაბინეტთან არიან ატუზული და ხან – რომელთან. ეს არც მათ მატებს ღირსებას, რომელიც არ ვიცი, აქვთ თუ არა, და არც იმ საქმეს ადგება, რომელიც მათი საქმეა, მათაც ხომ აქვთ პოლიტიკური მიზანი. ამიტომაც არის მათი ქმედება ანტისახელმწიფოებრივი და ამას აქ ყველა ხედავს, ჩუმად ამბობს კიდეც, მაგრამ საჯარო დისკუსია სხვა თემაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"