,,ერთად აღვადგენთ სამართლიან წესრიგს და მშვიდობას ქვეყანაში"- გახარია საქართველოსთვის
უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს - ერთად აღვადგენთ სამართლიან წესრიგს და მშვიდობას ქვეყანაში, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.
პარტიის განცხადებაში აღინიშნება, რომ „მოძალადე დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადამიანებზე ძალადობა, მათი მძევლად აყვანა“ ადასტურებს, რომ მათთვის საქართველოს მოქალაქეების „უწყვეტი პროტესტი ყველაზე დიდი პრობლემაა, პროტესტი, რომელიც ვერაფრით ჩაახშო“.
„გამოხატვის თავისუფლების ფორმების სახელდახელოდ კრიმინალიზება, საკანონმდებლო ძალადობა პროტესტზე და მისი ინსტრუმენტალიზება ადამიანების დევნისთვის, პირდაპირ მიანიშნებს პროტესტის მასშტაბსა და სიმძლავრეზე, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება ლეგიტიმაციის არარსებობის პირობებში ვერ უმკლავდება.
უკანონო პატიმართა რიცხვი იზრდება და მძიმდება მათ მიმართ სამართლებრივი დევნა. ახალ უკანონო პატიმრებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრებიან. ხალხის მიმართ ძალადობას და უსამართლობას კი ქართველი ხალხი ყოველთვის საკადრის პასუხს გასცემს. ჩვენ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს და სოლიდარობით, ურთიერთმხარდაჭერით, ერთიანი ბრძოლით, ერთად აღვადგენთ სამართლიან წესრიგს და მშვიდობას ქვეყანაში.
ეს ბრძოლა ქართველი ხალხის დამაჯერებელი უპირატესობით მიმდინარეობს და მისი გამარჯვებით დასრულდება!
თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს!“, - წერია პარტიის განცხადებაში.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს