,,აქამდე თუ გვიწევდა, რომ ჩვენ გვემტკიცებინა რაღაცები, მოგვეყოლა ისტორიები, დღეს ეს ისტორიები იმდენი იდება, ვეღარც ავუდივართ ინფორმაციას, რომელსაც ილონ მასკი თუ აშშ-ის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები ავრცელებენ"- შალვა პაპუაშვილი
„აქამდე თუ გვიწევდა, რომ ჩვენ გვემტკიცებინა რაღაცები, მოგვეყოლა ისტორიები, დღეს ეს ისტორიები იმდენი იდება, ვეღარც ავუდივართ ინფორმაციას, რომელსაც ილონ მასკი თუ აშშ-ის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები ავრცელებენ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როცა ვსაუბრობთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე, ეს (ცვლილებები) უპირველეს ყოვლისა, ემსახურება მართლწესრიგის უზრუნველყოფას და საზოგადოების მშვიდ განვითარებას.
„აქამდე თუ გვიწევდა, რომ ჩვენ გვემტკიცებინა რაღაცები, მოგვეყოლა ისტორიები, დღეს ეს ისტორიები უკვე იმდენი იდება, უკვე ვეღარც ავუდივართ ინფორმაციას, რომელსაც ილონ მასკი თუ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები ავრცელებენ.
პირდაპირ ჩანს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის ხელშეშლა გამოიყენებოდა, როგორც ერთ-ერთი, გარედან დაფინანსებული მეთოდი, რაც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, დემოკრატიამ საკუთარი თავი დაიცვას და ამ მხრივ, ყველა საკანონმდებლო ინსტრუმენტი, რაც საჭიროა, რომ დემოკრატიამ დაიცვას საკუთარი თავი, იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე 5 თებერვალს ისაუბრა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა