„ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით” - ირაკლი ნადარეიშვილი
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების მიზნით სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი პროექტი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით.
„პროექტს რეგიონულ მნიშვნელობას ანიჭებს არა მხოლოდ მისი მასშტაბი, არამედ ის უნიკალური მულტიფუნქციურობა, რომელიც აქ იქნება წარმოდგენილი. ერთი მხრივ, საუბარი გვაქვს, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო მიმართულებაზე – აქ განთავსდება საერთაშორისო IT და ტექნოლოგიური სკოლა მოსწავლეებისთვის, მინიმუმ 1000 ბავშვზე გათვლილი. ასევე აქ იმუშავებს რეგიონში უნიკალური სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, „საქპატენტის” საერთაშორისო ტრენინგცენტრი და ა.შ. რა თქმა უნდა, ძირითადი და წამყვანი მიმართულება თანამედროვე ტექნოლოგიები იქნება”, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტექნოლოგიური ჰაბის სივრცეში ასევე განთავსდება საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოპარკი და მისი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab), 3D პრინტერების ლაბორატორია, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, STEAM, IoT, ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობის ლაბორატორია და სხვა ექსპერიმენტული სივრცეები სტუდენტებისა და სტარტაპებისთვის. იქვე იმუშავებს ასევე TUMO კრეატიული ტექნოლოგიების და AI მძლავრი მონაცემთა და კომპეტენციების ცენტრები.
პროექტის თანახმად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 2025 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურული და პროექტით გათვალისწინებული სხვა სახის სამუშაოები. ასევე აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე თვეა შენობის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის ახალი სივრცეების დაგეგმვა და საინჟინრო კომუნიკაციების გადაწყობის პროექტის მომზადებაზე მიდის მუშაობა. განახლებული ინტერიერის დიზაინზე გამოცდილი დიზაინერებისა და არქიტექტორების ჯგუფი მუშაობს, პროექტირება მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება, რის შემდეგაც სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები დაიწყება.
სიახლეები
- “ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
- ელენე ხოშტარია იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
- არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია
- “ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია