"საქართველო და ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას - თავისუფალ და დამოუკიდებელ ევროპაში სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას ვიმსახურებთ"
დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, საქართველო და ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას , - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.
„როდესაც საუბარია მშვიდობაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ომის მსხვერპლისთვის, რომელიც ამდენი დღის განმავლობაში იბრძვის - მაშინ, როდესაც უკრაინელები იბრძვიან თავიანთი ტერიტორიისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობა იყოს სამართლიანი, რადგან სხვაგვარად ხანგრძლივი მშვიდობა არ იქნება“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
მისი თქმით, „მშვიდობის მიღწევა უკრაინასთან ერთად, უკრაინელების მონაწილეობით და ევროპელების მონაწილეობით უნდა მოხდეს, რომლებიც ასევე ღელავენ თავიანთ თავისუფლებასა და მომავალზე“.
„ამ მნიშვნელოვან მომენტში საქართველო თქვენს გვერდით დგას. საქართველო მშვიდობას გისურვებთ, რომელიც ხანგრძლივი და მთელი ევროპისთვის იქნება. ვიცით, რომ ერთ ბრძოლაში ვართ. ჩვენს წინააღმდეგ ომი ჰიბრიდული ხასიათისაა, მაგრამ ის მაინც ომია და ჩვენც ასევე, ყველასთან ერთად, თავისუფალ და დამოუკიდებელ ევროპაში სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას ვიმსახურებთ“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
სიახლეები
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
- "კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"