"ძალით პანიკის დათესვა კონტრპროდუქტიულია, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კი თეორიულის დონეზე მაინც არის შესაძლებელი" - მამუკა მდინარაძე
ძალით პანიკის დათესვა, რაღაცების წერა და კითხვა კონტრპროდუქტიულია. ყველაფერი კეთდება, რაც კი თეორიულის დონეზე მაინც არის შესაძლებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ფსკერს მიღმაა მათი ლოგიკა და რაღაცების კეთება, თითქოს აწუხებთ. რეალურად კი ვხედავთ, პირდაპირ ეთერში როცა მათი საწინააღმდეგო განცხადების უნებლიეთ წაკითხვა მოუწიათ, წამყვანებს სახე აღარ აქვთ ხოლმე. აღარც მინდა ამაზე ლაპარაკი. ის დროა, როცა საქმეს უნდა მივხედოთ.კიდევ უფრო მაგრად მივხედავთ, ეს ყველაფერი რომ გადაივლის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ყველასთვის, ვისაც სახელმწიფოს დახმარება და შველა სჭირდება, მაქსიმალური კეთდება.
„არის რაღაცა მომენტები და, უკაცრავად ყველასთან ამ შეფერხებისათვის, როცა საათები სჭირდებათ მაშველებს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ ფიზიკურად გაკვალონ გზა და გამოიყვანონ სტიქიის ზონიდან ჩვენი მოსახლეობა. თუკი სადმე შესაძლებელია მძიმე ტექნიკით, ცოცხალი ძალით მისვლა, ყველგან მივდივართ. პრაქტიკულად, შეუძლებელიც არაფერია, საბოლოო ჯამში, დროის ფაქტორია. დროის ფაქტორს თუ გამოვრიცხავთ, ყველგან მივდივართ. ძალით პანიკის დათესვა, ძალით რაღაცების წერა და კითხვა არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. დაველოდოთ. მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში, რაც კი თეორიულის დონეზე მაინც შესაძლებელია, ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"