"კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ იცის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არანაირი შანსი არ აქვს და ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდათ"
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ იცის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არანაირი შანსი არ აქვს და ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ სურთ.
მისივე თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე თანხმობა არ არის.
„კოლექტიურმა ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მარათონად აირჩია და თქვა, შევეჯიბროთ, ვინ რამდენ პროცენტს აიღებსო. მაშინ ევროკავშირი და მთელი სტრუქტურა, ამერიკის საელჩოს თამადობით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარეს იყო, მაგრამ ამის შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებიც ისე წააგეს, როგორც მისი წინამორბედები. იციან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არანაირი შანსი არ აქვთ და ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდათ, თუმცა იქამდე დიდი დროა. კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა არ არის. ამაშიც კი ვერ თანხმდებიან. სავარაუდოდ, საკუთარი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავლენ და მონაწილეობას მიიღებენ“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი