"ფონდი როდესაც ჩართულია გარკვეული პოლიტიკური პროცესების განვითარების საქმეში, მით უმეტეს, თუ ეს საქმე იმ სცენარის ნაწილია, რასაც რევოლუცია ჰქვია, დამატებით ყურადღებას იმსახურებს"- გია ვოლსკი
”ნებისმიერი ფონდი გამჭირვალე უნდა იყოს და საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რას და რისთვის აკეთებს. კეთილი საქმის კეთების პარალელურად, შეიძლება, ისეთ საქმეს აკეთებდე, როგორიცაა, ვთქვათ, დესტრუქციული მოქმედებების და პროცესების წახალისება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ფონდი გარკვეული წესების მიხედვით უნდა მოქმედებდეს.
„რასაკვირველია, ფონდებს შესაბამისი დაფინანსება სჭირდება. რეალურად, ამ დაფინანსების წყაროებთან უნდა იყოს ინფორმაცია საკმაოდ ღია და საზოგადოებისთვის ცნობილი. ამ თემებთან მიმართებით პრეტენზია თუ არ ექნება შესაბამის სტრუქტურას, რასაკვირველია, შესაბამისი განცხადებაც იქნება გაკეთებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის საფუძველი ჰქონდა. ფონდი გარკვეული წესების მიხედვით უნდა მოქმედებდეს. დეტალები არ ვიცი, ალბათ შესაბამისმა სტრუქტურებმა მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ. ფონდი, როდესაც პირდაპირ არის ჩართული გარკვეული პოლიტიკური პროცესების განვითარების საქმეში, მით უმეტეს, თუ ეს საქმე არის იმ სცენარის ნაწილი, რასაც რევოლუცია ჰქვია, რასაკვირველია, იგი დამატებით ყურადღებას იმსახურებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი